სერია A-ს 38-ე ტურში „ფიორენტინამ“ სტუმრად „კალიარი“ 3:2 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლიმ“ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შანსი დაკარგა.
ფრანჩესკო კალცონას გუნდი ამჟამად მეათე ადგილზეა და სეზონს მაქსიმუმ მეცხრე პოზიციაზე თუ დაასრულებს.
იმის გამო, რომ „ნაპოლი“ 8 გუნდში ვერ მოხვდა, მომდევნო სეზონში იტალიის თასზე თამაში პირველივე წრეში, აგვისტოში მოუწევს, ასეთი რამ კი, „აძურის“ ბოლოს 2009 წელს დაემართა. მას შემდეგ გუნდი 8 გუნდში ყოველთვის ხვდებოდა და თასზე მერვედფინალიდან, იანვრიდან ერთვებოდა.
გარდა ამისა, ახლა „ნაპოლიმ“ კონფერენს ლიგის ფინალში „ფიორენტინას“ უნდა უქომაგოს, რადგან თუ ფლორენციელები ამ ტურნირს მოიგებენ, სერია A-ს მეცხრე ადგილოსანი მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, სხვა შემთხვევაში „ნაპოლი“ ევროთასებს მიღმაც დარჩება, რაც 2008 წლის შემდეგ არ მომხდარა.
„ნაპოლი“ სეზონს 26 მაისს, „ლეჩესთან“ საშინაო მატჩით დაასრულებს.