ლონდონის „ვესტ ჰემის“ მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი ხულენ ლოპეტეგი დაინიშნა. ამის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) იტყობინება.
ხულენმა პროფესიული კარიერა „რაიო ვალეკანოში“ დაიწყო. შემდეგ 54 წლის სპეციალისტი „კასტილას,“ ესპანეთის ახალგაზრდული გუნდების, ესპანეთის პირველი ნაკრების, „პორტუს,“ მადრიდის „რეალის,“ „სევილიისა“ და „ვულვერჰემპტონის“ მწვრთნელი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში „ვესტ ჰემმა“ განაცხადა, რომ დევიდ მოიესი, რომელიც 2019 წლის დეკემბრიდან მუშაობდა „ჩაქუჩების“ დამრიგებლად, სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებდა.