მატილდა გვარლიანი Vogue-ის გარეკანზე კიდევ ერთხელ მოხვდა. ამჯერად ქართველი მოდელი მექსიკური ვოგის გარეკანზეა.
გარეკანზე ცნობილმა ფოტოგრაფებმა ინეზ ვან ლემსვერდემ და ვინუდ მატადინიმ იმუშავეს. პირველად მატილდა ციფრული ვოგის გარეკანზე 2022 წელს ვიხილეთ, ამის შემდეგ კი, მარტში მან ნიდერლანდური ვოგი დაამშვენა.
ქართველმა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას რამდენიმე წელია მიაღწია. ცოტა ხნის წინ ის შანელის სუნამოს ახალ კამპანიაში გამოჩნდა, იქამდე კი, 2022 წლის ოქტომბერში ქართველი მოდელი პარიზის მოდის კვირეულზე CHANEL-ის შოუზე გამოვიდა. ამავე კვირეულის ფარგლებში მატილდამ Rokh-ის ჩვენებაც გახსნა. ის Models.com-ის ტოპ 50 ახალგაზრდა მოდელს შორისაც დასახელდა.