მხედვარის მე-4 სეზონში ლიამ ჰემსვორტი გელარტის როლს მოირგებს

მხედვარის მე-4 სეზონში ლიამ ჰემსვორტი გელარტის როლს მოირგებს

მხედვარის ერთგული მაყურებლები მთავარი როლის შემსრულებელ ჰენრი კავილს შოუს მე-3 სეზონში გამოემშვიდობნენ. მას შოუს მე-4 და მე-5 სეზონებში ლიამ ჰემსვორტი ჩაანაცვლებს. მართალია, ჯერჯერობით არ ვიცით, როდის დაბრუნება სერიალი ეკრანებზე, თუმცა ნეტფლიქსმა მე-4 სეზონის თიზერით გაგვანებივრა, რომელშიც ლიამს ახალ როლში ვხედავთ.

ვიცით, რომ სერიალი მე-5 სეზონით დამთავრდება, შოუს შემქმნელებმა კი ისიც გაგვიმხილეს, რომ The Witcher-ის ორივე სეზონის გადაღებები ერთმანეთის პარალელურად დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს.

წინა სეზონის დიდი ბრძოლის შემდეგ, ამჯერად განადგურებულ კონტინენტზე დარჩენილი იენიფერი, გელარტი და ცირი დემონებს უპირისპირდებიან. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი, გადარჩნენ და ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ.