ვარსკვლავური ახირებები

ვარსკვლავური ახირებები

ჰოლივუდის ვარსკვლავები საკმაოდ უცნაურები არიან და მათი დამოკიდებულება საქმის მიმართ თავისებურად განსხვავებულია. გაგაცნობთ 10 პოზიციას, ამ პოზიციების მფლობელებსა და  მათ დამოკიდებულებას საქმისადმი.

10. ბოლო ანუ მეათე ადგილი მერლინ მონრომ დაიკავა. იგი ათეულში არაპუნქტუალობის გამო მოხვდა. სამსახურში დაგვიანების მოყვარული მსახიობი, არა რამდენიმე წუთით, არამედ რამდენიმე საათით აგვიანებდა და ეს ყოველდღე ხდებოდა. თუ სასწაული მოხდებოდა და სამსახურში მონრო დროულად გამოცხადდებოდა, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავდა - მსახიობს დრო აერია!

9. ვამპირების ”ელჭექი” ჯეიმ ვუდსი - სანამ რეჟისორები სამუშაოს შეთავაზებენ, ასჯერ უწევთ დაფიქრება, რადგან ვუდსის ხასიათთან შეჯახება გარდაუვალია. მსახიობის წარმოდგენა საკუთარ თავზე იმდენად დიდია, რომ ჰგონია პროფესიონალებზე უკეთ იცის როგორ უნდა ითამაშოს. გადასაღები მოედნის განათებასა და გრიმზე რომ არაფერი ვთქვათ.

8. რეჟისორი ჯეიმს კამერონი - სამსახურში ნამდვილი დესპოტია. მისი ”სისასტიკის” გამო, არა მარტო ჰოლივუდის მგრძნობიარე ქალბატონები ტირიან, არამედ კაცებიც ხშირად გაწამებულან. კამერონის მხრიდან ყველაზე დიდი დესპოტიზმი, ლეონარდო დიკაპრიომ გამოსცადა ”ტიტანიკის” გადაღების დროს. მაშინ ხომ მსახიობი კისრამდე ცივ წყალში იყო ჩასული, რეჟისორი კი თბილი წყლის დასხმის უფლებას ასისტენტებს მხოლოდ დროდადრო აძლევდა.

7. ჰოლივუდის ორი ცნობილი, მამრი მსახიობი: რობერტ დე ნირო და სილვესტერ სტალონე თამამად აცხადებენ, რომ ისინი ყველაზე კარგად კოცნიან ჰოლივუდის მსახიობებს შორის. აღსანიშნავია, რომ მათ ასეთი დასკვნა, შერონ სტოუნის განცხადების შემდეგ გამოიტანეს. ”ბევრ ფილმში მაქვს კოცნის სცენა და ვაღიარებ, რომ ისინი საუკეთესონი არიან ამ საქმეში”, - უთქვამს ძირითადი ინსტიქტის უბადლო მცოდნე შერონს.

6. მეექვსე ადგილი რეიტინგში ენტონი ჰოპკინსმა დაიკავა და საკუთარი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ, ერთი მოკლე წინადადებით გამოხატა: ”მიყვარს ყველანაირი გარყვნილებისა და სისაძაგლის თამაში”.

5. აი პირს ბროსნანი თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევს. იგი ყოველთვის უარს აცხადებს ეროტიკულ სცენებზე. ამასთან, დაკავშირებით რეჟისორებმა მეტად საინტერესო განცხადება გააკეთეს, თურმე თუ ბროსნანს ეროტიკულ სცენაში იღებენ, მას მაინც სჭირდება მონტაჟი, დუბლიორთან ერთად, რადგან იგი ძალიან არასექსუალურია.

4. მსახიობი ჯიმ ქერი იმდენად ცხოვრობს საკუთარი როლებით, რომ ფილმების გადაღების დროს ვერც კი ამჩნევს, რომ ზოგიერთი ნივთი გადასაღებ მოედანზე ნამდვილი არ არის. ”გრინჩის” გადაღების დროს, მან ხელოვნური თოვლიც კი გადაყლაპა, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა.

3. საპატიო სამეულს მსახიობი მიკი რურკი ხსნის. იმისათვის, რომ ფილმში ბუნებრივი გამოჩნდეს, ყველაფერს აკეთებს. სუქდება, ხდება, საჭიროების მიხედვით კბილებსაც კი იძრობს.

2. სამუშაოს გამო მსახიობი დემი მური თმას შეელია და ფილმ ”ჯარისკაცი ჯეინის” გადაღებებისათვის თმა ბოლომდე გადაიპარსა.

1. რეიტინგში პირველი ადგილი ნიკოლას კეიჯმა დაიკავა, საკმაოდ საინტერესო და სახალისო ისტორიით. ამბობენ, მსახიობი გარშემომყოფთ საკუთარი ნატურალისტობით ატყვევებსო. მაგალითად, ფილმის ”ვამპირის კოცნა” გადაღებების დროს ცოცხალი ტარაკანი შესანსლა.