რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობაში შესაძლოა გარკვეული პაუზა მოხდეს

რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობაში შესაძლოა გარკვეული პაუზა მოხდეს

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ, 19 მაისს აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. ისინი სამშობლოში რთულ ამინდის პირობებში აზერბაიჯანის საზღვარზე ჰიდროელექტროსადგურების გახსნაში მონაწილეობის შემდეგ ბრუნდებოდნენ. ცხედრები მაშველებმა 20 მაისს იპოვეს, ვერტმფრენი მთლიანად დამწვარი იყო.

„მე გამოვაცხადებ ხუთდღიან სახალხო გლოვას და ვუთანაგრძნობ ირანის ძვირფას ხალხს“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰამედ მოხბერმა. ამ პერიოდის განმავლობაში ირანში დაიხურება ყველა კინოთეატრი, გაუქმდება ტელევიზიის ყველა გასართობი პროგრამა. ქვეყნის ყველაზე მაღალ ბოძზე უზარმაზარი სამგლოვიარო დროშა აღიმართა.

იბრაჰიმ რაისმა 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მანამდე იყო ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მოსამართლე. პოლიტიკაში მოსვლისას მან წამოიწყო ფართო მასშტაბიანი კამანია ოჯახში ქალების ძალადობის წინააღმდეგ.

რა გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება იბრაჰიმ რაისის გარდაცვალებას, გამომცემლობა TRT RUDN-ის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკული კვლევების კათედრის პროფესორს ვლადიმერ ბელოვს ესაუბრა.

ვლადიმერ ბელოვი: ძალიან ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეს ტრაგედია ირანის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, რადგან ავარიის მიზეზები ცნობილი არაა. თუ ტრაგედიის მიზეზი მხოლოდ ტექნიკური პრობლემა იყო, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირანის მთავრობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს გააკონტროლებს.

როდის შეიძლება ჩატარდეს არჩევნები?

- ჯერ გარდამავალი პერიოდი იქნება. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი გახდება. ამის შემდეგ, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დავალებით შეიქმნება კომისია. ეს კომისია აწყობს ქვეყანაში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. არსებითად, ირანის პრეზიდენტი ასრულებს პრემიერ-მინისტრის ფუნქციებს, მაგრამ გაფართოებული უფლებამოსილებით. შემიძლია ვივარაუდო, რომ არჩევნები შესაძლოა წლის ბოლომდე ჩატარდეს, რის შემდეგაც გარკვეული დრო დასჭირდება ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებას.

რა გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება ამ ტრაგედიას?

- თუ არ დამტკიცდა რომ ეს იყო ტერაქტი, მაშინ ეს ინციდენტი არ გასცდება ირანის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, მაგრამ ასეთ სიტუაციებში ყოველთვის უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას.

რა თქმა უნდა, ასეთი ლიდერის დაკარგვა ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ირანი ამ პერიოდს დამაჯერებლად გადალახავს.

რაისი რუსეთისადმი მეგობრულ ერთ-ერთ პრეზიდენტად ითვლებოდა. როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს მისმა სიკვდილმა რუსეთთან ირანის ურთიერთობებზე და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე?

- რუსეთისთვის მისი გარდაცვალება ძალიან სერიოზული მწუხარების მიზეზია, რადგან რაისი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის იყო საკულტო ფიგურა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის და, ალბათ, მთელი მსოფლიოსთვის.

რაისი აშენებდა ირანის ისლამური რესპუბლიკის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ხაზს, რომელიც ღია იყო პარტნიორობისთვის. ამ პერიოდში ირანი შეუერთდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას. ხოლო მიმდინარე წლის 1 იანვარს იგი გახდა BRICS საერთაშორისო ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი. მეტიც, მან ხელი მოაწერა შეთანხმებას თავისუფალ სავაჭრო ზონაში ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან გაწევრიანების შესახებ.

დარწმუნებული ვარ, რაისის მემკვიდრე, როგორც პრეზიდენტი, გააგრძელებს სვლას ირანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებისა და ჩამოყალიბებისკენ. რა თქმა უნდა, ურთიერთობაში გარკვეული პაუზა შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს იქნება დაკავშირებული ექსკლუზიურად გარდამავალ პერიოდთან თავად ირანში, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაგრძელდება.