ამერიკის შეერთებული შტატების ერთ–ერთ საკაბელო არხზე, ბოლო პერიოდში ყველაზე სკანდალური მინისერიალი, სახელწოდებით – “კენედი“ გამოჩნდება. ფილმის ჩვენება, რომელიც რვა სერიისაგან შედგება, 2011 წლის 3-10 აპრილისათვის იგეგმება.
სერიალის სიუჟეტი აგებულია მსოფლიოში ცნობილი კენედების ოჯახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც მათ მე-20 საუკუნის შუა წლებში გადახდათ თავს. ფილმში მთავარ როლებს გრეგ კინერი, კეტი გოლმსი, დები ტეპერი და ტომ უილკინსონი შეასრულებენ. ფილმის რეჟისორია ჯონ კასარი.
აღსანიშნავია, რომ მრავალი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი ჯერ კიდევ გადაღებების დაწყებამდე სერიალის შექმნის წინააღმდეგ გამოდიოდა. ისინი ფილმის შემქმნელებს ისტორიის დამახინჯებაში დებდნენ ბრალს.
სერიალს დიდი ინტერესით ელიან არა მხოლოდ მაყურებლები, არამედ კრიტიკოსები და პოლიტიკოსები. ამთავითვე ცნობილია, რომ მასში საკმაოდ მრავლი ჯერ კიდევ გაუხმაურებელი ფაქტია წარმოჩენილი. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა გარემოებების გამო რამდენიმე ტელეარხმა ფილმის ჩვენებაზე უარი განცხადა. თავად ფილმის ავტორები აღნიშნულს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებენ.