ნინო წილოსანი: ამაზე მეტი რუსული საქმის გაკეთება არ არსებობს, რომ რეზოლუციაში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იყოს მოხსენიებული

ნინო წილოსანი: ამაზე მეტი რუსული საქმის გაკეთება არ არსებობს, რომ რეზოლუციაში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იყოს მოხსენიებული

ამაზე მეტი რუსული საქმის გაკეთება არ არსებობს, რომ რეზოლუციაში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იყოს მოხსენიებული, ყირგიზეთთან ერთად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„არანაირი გამართლება არ აქვს, იმიტომ რომ აფხაზეთის მოხსენიებას აქვს თავისი ფორმები, რაც ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს. აღარ ვიცი, ვუწოდო თუ არა მათ კოლეგები, იმიტომ რომ რეზოლუციებში შავზე თეთრის, და თეთრზე შავის მტკიცება უკვე ძალიან ჩვეული გახდა. მიხეილ სააკაშვილი რომ გმირია და ბიძინა ივანიშვილი რომ თურმე უნდა დასანქცირდეს, ამას უკვე შევეჩვიეთ და დიდწილად ეს მათ მოსაზრებებს დისკრედიტაციას უკეთებს, მაგრამ ახლა რაც მოხდა, ეს რაღაც ახალი ფურცელია და ამაზე უფრო მეტად რუსეთს ვერაფრით გაახარებდნენ“, - აღნიშნა წილოსანმა.