ჩავი „ბარსელონას“ მიმდინარე სეზონის ბოლოს არ დატოვებს. მოულოდნელი ინფორმაცია, როგორც ესპანურ მედიაში, ასევე ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელდა.
ჟოან ლაპორტამ ესპანელ სპეციალისტს აზრი შეაცვლევინა და ჩავი კატალონიურ გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე, 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება. მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია ოფიციალურად 25 ან 26 აპრილს დადასტურდება.
ჩავიმ ჯერ კიდევ იანვარში დააანონსა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა, მაგრამ როგორც ჩანს, აზრი შეიცვალა და ის წასვლას აღარ განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ჩავი ბარსელონაში 2021 წლის ნოემბრიდან მუშაობს და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 137 მატჩიდან 85 მოიგო (24 ფრე, 28 წაგება). რაც შეეხება ტიტულებს, ჩავიმ „ბარსას“ 2023 წელს ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა.