შსს-მ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-ს აჭარის სამხარეო  სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბათუმში მდებარე კაფე-ბარ „ლილე“-ს და სასტუმრო „თიკო“-ს მფლობელი 1961 წელს დაბადებული თამარ. ს და მისი თანაშემწე  1961 წელს დაბადებული მარინა თ. პროსტიტუციისასთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისათვის ოთახებს სისტემატურად უთმობდნენ.

სასტუმროსა და კაფე-ბარში მომუშავე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის  გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).