გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე სააკაშვილის ლობისტებთან შესახვედრად სტრასბურგში გაემგზავრნენ, რათა ევროპარლამენტში მთავრობის წინააღმდეგ მაქსიმალურად მძიმე რეზოლუციის გატანა მოხერხდეს

გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე სააკაშვილის ლობისტებთან შესახვედრად სტრასბურგში გაემგზავრნენ, რათა ევროპარლამენტში მთავრობის წინააღმდეგ მაქსიმალურად მძიმე რეზოლუციის გატანა მოხერხდეს

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ჩალაძე მოულოდნელად სტრასბურგში გაემგზავრნენ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დავალება მათ სააკაშვილისგან მიიღეს.

ალასანია და ჩალაძე სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის ლობისტებს უნდა შეხვდნენ იმისთვის, რომ ევროპარლამენტში მთავრობის წინააღმდეგ მაქსიმალურად მძიმე რეზოლუციის გატანა მოხერხდეს.

სავარაუდოდ, ალასანია და ჩალაძე პეტრას აუსტრევიჩიუსს და ვიოლა ფონ კრამონს შეხვდებიან. მათ ასევე უნდა შეათანხმონ სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი და ევროპარლამენტარების ლობისტური საქმიანობის ანაზღაურების დეტალები.