სატელევიზიო შოუ "ნიჭიერის" ჟიურიში ორი მშვენიერი ქალბატონია - ია ფარულავა და ხატია ბუნიათაშვილი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ხატია, საკუთარი შემოქმედებითი მიღწევებისა თუ კარგი ვიზუალის მიუხედავად, სკანდალური ია ფარულავას ჩრდილში მოექცა. მაგრამ შოუს ბოლო ეპიზოდში ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მშვენიერმა პიანისტმა ფურორი მოახდინა. ხატიამ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შემოსვლისთანავე დაიპყრო მაყურებლის გულები და ამის მიზეზი მისი თეთრი კაბა გახდა, რომელიც არაჩვეულებრივად წარმოაჩენდა მუსიკოსის ფიზიკურ მონაცემებს - ხატიას ბუსტჰალტერი არ ეცვა.
პიანისტის ამ თამამ გამოსვლას ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა: შეიქმნა არაერთი თემატური გვერდი Facebook-ზე,
მათ შორის ასეთიც:
გაიხსნა თემა თბილისის ფორუმზეც, სახელწოდებით - " ძირს ლიფი, თავისუფლება ძუძუებს!", დაიწერა არაერთი თემატური სტატუსი, მოკლედ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ხატიას მკერდი ნამდვილი ინტერნეტსენსაცია გახდა.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი გამოხმაურება ხატიას ბოლო ნამუშევარსაც კი არ ჰქონია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა - კომპოზიცია სააკაშვილის 9-წლიან მმართველობას ეძღვნებოდა.