მაურისიო პოჩეტინომ „არსენალთან“ მატჩში „ჩელსის“ გამანადგურებელი მარცხის მიზეზი დაასახელა

მაურისიო პოჩეტინომ „არსენალთან“ მატჩში „ჩელსის“ გამანადგურებელი მარცხის მიზეზი დაასახელა

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის „არსენალთან“ გადმოტანილ მატჩში (0:5) გამანადგურებელი მარცხის მიზეზზე ისაუბრა.

„გუნდმა აჩვენა წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა - ეს არის პრობლემა. „არსენალი“ ძალიან კარგი გუნდია, მათთან თანაბარი კონკურენცია ყოველთვის რთულია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ მათ თავისი თამაშის უფლება მივეცით, ეს არის ჩვენი წაგების მიზეზი“, - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს BBC.

ინგლისის ჩემპიონატის 34 ტურის შემდეგ „არსენალს“ 77 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. 32 მატჩის შემდეგ, „ჩელსიმ“ 47 ქულა მოაგროვა და მეცხრე ადგილზეა.