„ბარსელონა" „მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველით, ბერნარდუ სილვათი დაინტერესდა -გვამცნობს Sport.
თავად 29 წლის პორტუგალიელი კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არ არის. სილვას მოსწონს ბარსელონაში გადასვლის ვარიანტი, ფეხბურთელმა კლუბის შესახებ ჰკითხა თავის ყოფილ პარტნიორს, ილკაი გუნდოგანს, თანამემამულეებს ჟოაუ ფელიქსს და ჟოაუ კანსელუს. მას მიაჩნია, რომ დადგა დრო, ესპანეთში ითამაშოს.
სილვა მანჩესტერ სიტის მონაკოდან 2017 წლის ივლისში შეუერთდა. სატრანსფერო თანხამ 50 მილიონი ევრო შეადგინა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მიმდინარე სეზონში სილვამ ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.