ენ ჰეთეუეი 2000-იანი წლების ჰოლივუდში თავის ცუდ გამოცდილებას იხსენებს. მსახიობი ყვება, რომ როდესაც ერთ-ერთ როლზე დაამტკიცეს, უთხრეს, რომ ფილმში მისი პარტნიორის შესარჩევად, 10 კაცისთვის უნდა ეკოცნა.
"მაშინ ნორმალურად ითვლებოდა, რომ მსახიობებს შორის ქიმიის შესამოწმებლად მათ ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნათ. მე თუ მკითხავთ, ეს საშინელი პრაქტიკაა. ერთხელ მითხრეს, 10 მსახიობი მოდის ფილმში შენი პარტნიორის როლზე და არ გიხარია, რომ ყველა მათგანს უნდა აკოცოო? ვფიქრობდი, რამე ხომ არ მჭირდა, რადგან გახარებული საერთოდ არ ვყოფილვარ, ეს იდეა გულს მირევდა", — იხსენებს მსახიობი.
ჰეთეუეის თქმით, მადლიერია, რომ დროთა განმავლობაში ჰოლივუდში ბევრი მიდგომა შეცვალა. ის იხსენებს, რომ მაშინ არ უნდოდა, "პრობლემურად" ან "რთულად სამუშაოდ" აღექვათ, რის გამოც მსგავს შემთხვევებზე თვალს ხუჭავდა და ისე იქცეოდა, თითქოს, ყველაფერი კარგად იყო. მსახიობი ფიქრობს, რომ მაშინ ფილმის შემქმნელებს მისთვის ზიანის ზიანის მიყენება არ სდომებიათ, თუმცა განსხვავებული დრო იყო და მსგავსი პრაქტიკა სამუშაოს ჩვეულებრივ ნაწილად აღიქმებოდა.
ენი წარსულ გამოცდილებას დღევანდელობას ადარებს და თავის ბოლო ფილმზე, The Idea of You-ზე, მუშაობის პროცესზე ყვება. იმისათვის, რომ შეემოწმებინათ, როგორ შეეწყობოდნენ გადაღებებზე ჰეთეუეი და მსახიობი ნიკოლას გალიცინი, ნიკოლასს სიმღერის შერჩევა სთხოვეს, რაზეც შემდეგ მან ენისთან ერთად იცეკვა. ამ დღეს გალიცინიც იხსენებს.
"ძალიან დაძაბული ვიყავი, თუმცა ენისთან საოცარი კავშირი მაშინვე ვიგრძენი. თან, ერთნაირი იუმორის გრძნობაც გვქონდა და ამან ყველაფერი გააადვილა", — ამბობს მსახიობი.