მზის სისტემაში ყველაზე ცივი მთვარე ყოფილა

მზის სისტემაში ყველაზე ცივი მთვარე ყოფილა

წლების განმავლობაში მიიჩნეოდა რომ მზის სისტემაში შემავალი პლანეტებიდან პლუტონი ყველაზე ცივი გახლდათ.

მეცნიერების მტკიცებით, მზის სისტემაში ამ ციურ სხეულზე მდებარეობდა ყველაზე ცივი ადგილები.

ახლა კი აღმოჩნდა, რომ ყველაზე დაბალი ტემპერატურა – მინუს 240 გრადუსი ცელსიუსით, ანუ სულ რაღაც 33 გრადუსით მაღალი აბსოლუტურ ნულთან, დაფიქსირებულია მთვარის კრატერებში, რომლებიც დედამიწის ამ თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზეა განლაგებული.

მთვარის მოცემული რაიონი მუდმივად სიბნელეშია. გაზომვები ჩაატარა ამერიკის კოსმიურმა სააგენტო „ნასამ“ ავტომატური საფრენი აპარატის დახმარებით, რომელიც ახლა მთვარის ორბიტაზეა.

ახალი აღმოჩენა მრავალჯერ ზრდის მთვარეზე წყლის დაფიქსირების შესაძლებლობას, ვინაიდან, სწავლულთა აზრით, ზღვრულად დაბალი ტემპერატურა წყლის არსებობის მაჩვენებელია.