საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პირველი გაცნობითი შეხვედრა ისრაელის ელჩ იუვალ ფუქსთან გამართა.
ისრაელის ელჩმა ალექსანდრე ჭიკაიძეს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა. მხარეებმა განიხილეს არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები, განსაკუთრებით, 2013 წლის ნოემბერში ხელმოწერილი უვიზო მიმოსვლისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ხელშეკრულებები.
მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს ისრაელსა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ.