უცნობი ჰიუ ჯეკმენი

უცნობი ჰიუ ჯეკმენი

ცოტა ხნის წინ ავსტრალიურ მასმედიაში პოპულარული მსახიობი ჰიუ ჯეკმენის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტი გამოქვეყნდა.

ვარსკვლავის სრული სახელია ჰიუ მაიკლ ჯეკმანი.

ჰიუ ჯეკმანი ცაციაა.

ჰიუ ჯეკმანს ცუდი მხედველობა აქვს და ძირითადად კონტაქტურ ლინზებს იყენებს, იშვიათად კი – სათვალეს.

რეალურ ცხოვრებაში ჰიუ ჯეკმანი სიგარეტს არ ეწევა, ფილმებში კი თამბაქოს, მათ შორის, სიგარების ხშირი მომხმარებელია.

პროფესიონალურად უკრავს ფორტეპიანოზე, ვიოლინოსა და გიტარაზე.

თავისუფალ დროს ჯეკმანი გატაცებულია გოლფის, რაგბის, კრიკეტის თამაშით. დაკავებულია ვინდსერფინგით, ხტება სიმაღლიდან, დაფრინავს პარაპლანით, ცურავს კანოეთი და განსაკუთრებით უყვარს საფარი.

საყვარელი ავტომობილი – „რეინჯ როვერი“.

ჰიუ ჯეკმანის მეუღლე, დებორა ლუ ფურნესი 13 წლით უფროსია ქმარზე. ისინი 1996 წლიდან ცხოვრობენ ერთად. წყვილმა ერთმანეთი სერიალ „კორელის” გადასაღებ მოედანზე გაიცნო, იმ დროს ჰიუ დამწყები მსახიობი იყო და მხოლოდ ოცნებობდა ჰოლივუდზე.

ჰიუ ჯეკმანის ახლო მეგობრებად ითვლებიან: ლივ შრაიბერი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯონ პალერმო, ნაომი უოტსი, ერიკ ბანა, ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი. მათი უმეტესობა ავსტრალიელია.

საყვარელი მუსიკოსი – ფილ კოლინზი, ფილმში „როსომახა” ჰიუ ჯეკმანის ეკრანული პარტნიორის, ლილი კოლინზის მამა.

მას შემდეგ, რაც ჰიუ ჯეკმანი პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა, ერთ-ერთ ჟურნალს ვარსკვლავმა უთხრა: „ნორმალურ ადამიანად დარჩენაში მეუღლე მეხმარება, ყოველ დილით მეუბნება – ჰეი, შენ სექს-ბოი, მიდი, ნაგავიც გადაყარეო”.

სკოლაში ჰიუ ჯეკმანს „ჭიას” ეძახდნენ, რადგან ძალიან გამხდარი და მაღალი იყო.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჰიუ ჯეკმანი სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მოეწყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჯეკმანს მიღებული აქვს ბაკალავრის დიპლომი ჟურნალისტიკაში კომუნიკაციის სპეციალიზაციით, თუმცა, სწავლების დასრულებამდე, ის მიხვდა, რომ ჟურნალისტიკა ნაკლებად იზიდავდა და თეატრალური სცენით დაინტერესდა, სადაც თავდაპირველად, მოყვარულის დონეზე დაიწყო თამაში.

ჰიუ ჯეკმანი, პრაქტიკულად, არ მოიხმარს ალკოჰოლს.

თავდაპირველად, როსომახას როლი „ადამიან იქსში” დაგრეი სკოტს უნდა შეესრულებინა. თუმცა, ის ტომ კრუზმა მიიწვია ფილმში „შეუსრულებელი მისია 2” და პროდიუსერების ერთადერთი ვარიანტი მაშინ მთავარ როლზე იყო ყველასთვის უცნობი ავსტრალიელი ჰიუ ჯეკმანის მიწვევა.