საინტერესოა როგორ ინარჩუნებენ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ვარსკვლავი ქალბატონები სილამაზესა და დახვეწილ აღნაგობას.
მერილ სტრიპი უპირატესობას აძლევს ახალ, ჯერ კიდევ ბოლომდე დაუმწიფებელ ხილსა და კენკრას. ზამთრისთვის კი არ ეზარება, ახალნაყიდი ხილი გაყინოს – ასეთი მეთოდით შენახულ პროდუქტს ყველა ვიტამინი და მიკროელემენტი უნარჩუნდება.
შარლიზ ტერონის უსაყვარლესი კერძია ქათმის მკერდის ფილეს გრილი, მოხარშული მწვანე ლობიოსა და გამომცხვარი პომიდვრის გარნირით. ამ ყველაფერს აუცილებლად აყოლებს მწვანილების სალათას ზეითუნის ზეთით.
სინდი კროუფორდი გიჟდება ბოსტნეულის წვნიანზე, კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ცოტაოდენი მწვანე ლობიო და ბევრი მწვანილი, განსაკუთრებით კი – ოხრახუში.
ენდი მაკდაუელს სამზარეულოში ყველაზე საპატიო ადგილას წვენების საწური უდგას. ის ერთ დღესაც ვერ ძლებს ცოცხალი ჭარხლის, სტაფილოსა და ნიახურის წვენის გარეშე, რომელსაც თვითონ იმზადებს. სხვათა შორის, ყველა ეს ბოსტნეული ენდის საკუთარი ხელით მოჰყავს თავის ბაღში.