ნიქოზიის „აპოელის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ განაცხადა, რომ „არისის“ წინააღმდეგ სეზონში ალბათ საუკეთესო თამაში ჩაატარა.
„ყველამ ძალიან კარგად ვითამაშეთ, გვქონდა გეგმა. ეს ალბათ წელს ჩემი საუკეთესო თამაში იყო. როცა გასახდელში გავედი, პირველი რაც გავაკეთე, გოლის ნახვა იყო. სწორედ ასეთ სიტუაციაში თამაშია ჩემი ძლიერი მხარე, როცა ზურგით ვთამაშობ და ბურთს ვიღებ.
გუნდს რამდენიმე ძლიერი მხარე აქვს, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რა არის ერთმანეთის ძლიერი მხარეები და ვცდილობთ ისინი გამოვიყენოთ. ვერ ვიტყვი, ვინ არის ფავორიტი, მაგრამ ისტორიის გამო „აპოელი“, ეს მოგვცეს იმპულსს, რომ ჩემპიონები გავხდეთ“, - თქვა ქვილითაიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაიას მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. „აპოელი“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ერთქულიანი უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს, მომდევნო მატჩს კი, 28 აპრილს, გასვლაზე „ომონიასთან“ ჩაატარებს.