ჩავი:

ჩავი: "ეს ლა ლიგის სირცხვილია, უბრალოდ უსამართლობის განცდა მაქვს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „რეალთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, უსამართლობის განცდა აქვს და სირცხვილია, რომ ლა ლიგაში კარის ხაზის ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ არსებობს.

„ყველამ ნახა, რაც მოხდა. მათ შეუძლიათ დამიწესონ სანქცია, ფაქტები არსებობს. მხოლოდ თამაშის ანალიზი შემიძლია და „რეალზე“ უკეთესები ვიყავით. დეტალები დაგვაკლდა, მაგრამ ეს არის გარდამავალი პროცესის ნაწილი, რომელშიც ვიმყოფებით. გამარჯვებას ვიმსახურებდით.

სირცხვილია, რომ კარის ხაზის ტექნოლოგია არ არის ლიგაში, რომელიც გვინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყოს. ლა ლიგა 38 ტურისგან შედგება და მათ მხოლოდ ერთი თამაშის წააგეს, შესაბამისად, უნდა მივულოცოთ, მაგრამ დღეს დიდი უსამართლობის განცდა მაქვს“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა, ჩავის პრეტენზიები კი, პირველ ტაიმში მომხდარზე აქვს, როდესაც ლამინ იამალის დარტყმა ანდრეი ლუნინმა კარის ხაზიდან გამოიტანა, თუმცა, როგორც კადრებში ჩანს, თითქოს, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, რაც მსაჯებმა ვერ შეამჩნიეს.