ლევან ჭოტორლიშვილი გამჭვირვალობის კანონზე: მე ვხედავ ორმაგ სტანდარტს - ევროპელი ლიდერები თვლიან, რომ მათ აქვთ ამის გაკეთების უფლება, საქართველოს კი - არა იმიტომ, რომ საქართველო არის ახალი დემოკრატია

ლევან ჭოტორლიშვილი გამჭვირვალობის კანონზე: მე ვხედავ ორმაგ სტანდარტს - ევროპელი ლიდერები თვლიან, რომ მათ აქვთ ამის გაკეთების უფლება, საქართველოს კი - არა იმიტომ, რომ საქართველო არის ახალი დემოკრატია

მე ვხედავ ორმაგ სტანდარტს - ევროპელი ლიდერები თვლიან, რომ მათ აქვთ ამის გაკეთების უფლება, საქართველოს კი - არა იმიტომ, რომ საქართველო არის ახალი დემოკრატია, - განაცხადა „ქრონიკაში“ ჟეშუვის უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ჭოტორლიშვილმა.

პროფესორმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების მაგალითს ბევრი სახელმწიფო მიბაძავს.

„მე ვუსმინე ოლაფ შოლცის განცხადებას და მან განაცხადა, რომ ეს კანონი ევროკავშირში არის დებატების თემა, არსებობს სხვადასხვა აზრი. მას არ უთქვამს, რომ რომ ერთიანად ევროკავშირი მსგავსი სახის კანონმდებლობას უყურებს ნეგატიურად. ასე რომ, თავად ევროპაში ეს არის განხილვის თემა და რამდენადაც ვიცით, საფრანგეთი იღებს მსგავს კანონს, არის ასევე კანადაში, ამერიკაში. მგონია, რომ ბევრი სხვა ქვეყანა მიბაძავს ამ მაგალითს. რამდენადაც ვიცი, ევროკავშირიც უკვე აკეთებს განცხადებებს, რომ პოლიტიკური პროცესები და არასამთავრობოების დაფინანსება უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს, ასეთი ვალდებულებები იქნება“ , - განაცხადა ლევან ჭოტორლიშვილმა.

მან გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტზეც ისაუბრა.

„მე ვხედავ ორმაგ სტანდარტს - ევროპელი ლიდერები თვლიან, რომ მათ აქვთ ამის გაკეთების უფლება, საქართველოს კი არა იმიტომ, რომ საქართველო არის ახალი დემოკრატია, არ არის ძლიერი ქვეყანა. აქ არის ნდობის პრობლემაც. ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენ ადგილობრივ სპეციფიკას, იმას, რომ საქართველოს სამი ათასი წლის პოლიტიკური გამოცდილება აქვს და რამენაირად შეგვიძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა ლევან ჭოტორლიშვილმა.