„ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და მათ შორის რუსი დიპლომატის განცხადებები ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილი და ვაჭრობის პროცესია“

„ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და მათ შორის რუსი დიპლომატის განცხადებები ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილი და ვაჭრობის პროცესია“

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს გმობენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია. მათი მტკიცებით, გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რათა ამ გზით გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და დაიცვან კრიტიკული ინფრასტრუქტურა. „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყენებლად.

ამასთან საინტერესოა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადება, რომ თუ ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის დახმარებას ახლავე არ დაამტკიცებენ, ქვეყანამ, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე ომი წააგოს. ბერნსმა კანონმდებლებს მოუწოდა, მიიღონ დამატებითი კანონმდებლობა, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

„იმ სტიმულით, რომელიც მოჰყვება სამხედრო დახმარებას, როგორც პრაქტიკულად, ისე ფსიქოლოგიურად, უკრაინელები სრულიად შეძლებენ 2024 წლის განმავლობაში გაუძლონ და ჩამოშალონ პუტინის ამპარტავანი შეხედულება, რომ დრო მის მხარესაა“, - აღნიშნა უილიამ ბერნსმა.

როგორც ბერნსი ამბობს, უკრაინის მხარდაჭერა ახლა უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ ომი. მისი თქმით, ეს ასევე ეხება სი ძინპინს ჩინეთში, მის ამბიციებსა და ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ბერნსი ამბობს, რომ ეს ნამდვილად არის საკითხი იმის შესახებ, ესმით თუ არა მოწინააღმდეგეებს ამერიკის სანდოობა და სიმტკიცე.

თავის მხრივ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი დაამარცხებს უკრაინას, ამერიკულ ჯარებს სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ ებრძოლონ რუს დამპყრობლებს ევროპაში. მისი თქმით, იზოლაციონიზმი არასოდეს არის პასუხი ტირანულ რეჟიმებისთვის, რომლებსაც ექსპანსიონისტური განზრახვები აქვთ.

„მივმართავ კონგრესს დაამტკიცოს უკრაინის სამხედრო დახმარების დამატებითი დაფინანსება, რომელიც თვეები გაჭიანურდა. პუტინი თუ დაამარცხებს უკრაინას, ეჭვი არ მეპარება, დადგება დრო, რომ ის გადაკვეთს საზღვარს და ჩვენს ფორმიან მამაკაცებსა და ქალებს ბრძოლა მოუწევთ. დიდი დრო არ გავა, საზღვრის გადაკვეთიდან და ჩვენს კაცებს მოუწევთ ბრძოლა ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

რუსეთი კი სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას აანონსებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი სრულიად დარწმუნებულია, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია. რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ რუსეთი გამოხატავს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დიალოგს აზრი არ აქვს, მათ შორის იმიტომ, რომ მის ბატონებს ჰეგემონიის დაკარგვის ეშინიათ.

„უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, რუსეთი მოლაპარაკების პროცესში საბრძოლო მოქმედებებს არ შეაჩერებს. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ სტამბოლის ისტორიისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების დროს საბრძოლო მოქმედებებში არანაირ პაუზას არ გავაკეთებთ“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და მათ შორის რუსი დიპლომატის განცხადებები ჩვეულებრივი პროპაგანდის ნაწილი და ვაჭრობის პროცესია, რომელიც გრძელდება. მისი თქმით, ვაჭრობა და საომარი მოქმედებები მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში. კუხალაშვილის შეფასებით, როდესაც რუსეთი აკეთებს განცხადებას, რომ ის გააგრძელებს ამ ოპერაციას და ბოლომდე მიიყვანს, ეს არის დასასრული იმ პროცესებისა, რაც ვითარდება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე.

„მას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა და შესაბამისად, უნდა, რომ ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვას და ალბათობის მაღალი ხარისხით, შესაძლებელია ძირითადი აქცენტები გაკეთდეს კიევის აღებაზე. ასე რომ, ყველა ის განცხადება, რომელიც კეთდება თითქოსდა უკრაინის მხარდასაჭერად, ვფიქრობ, რომ ეს უკრაინაში შექმნილ ვითარებას ხელს არ შეუწყობს. სადაც არ უნდა ებრძოლონ რუსეთის ფედერაციას უკრაინის გარეთ, ეს უკრაინისთვის შვება არ იქნება და მოვლენათა ისეთი განვითარება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გარკვეულ მნიშვნელოვან საფრთხეებთან იქნება დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებს თავიანთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული და ვფოქრობ, რომ ისინი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვიდან გამოვლენ. მე, მაინც ვფიქრობ, რომ ის რაზედაც ვსაუბრობდით, რომ ეს შეიძლება გადაზრდილიყო დიდ საომარ მოქმედებებში, რომელშიც ჩაერთვებოდნენ უცხო ქვეყნები, არ იქნება“, - აცხადებს კუხალაშვილი.

ექსპერტი ფიქრობს, რომ კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის და ეს არის გარკვეული კულმინაციური პერიოდი, როდესაც ვაჭრობის ბოლო ფაზა იმართება და, ალბათ, გადანაწილების პროცესიც დასრულების ფაზაში გადავა.

„ვფიქრობ, რომ ვექტორალური ცვლილებები იქნება. ჩვენ გადავდივართ ახალ ინფორმაციულ ფაზაზე, ეს არის მიზანმიმართულად დაწყებული პროცესი და გადაფარვა იმისა, რაც რეალურად ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, რაშიდაც ჩართული იყო მთელი მსოფლიო და ახლა გარკვეული საზღვრების გადაწევა რომ ასე გაგრძელდება, ამაში სიახლე არაფერი არ არის. ეს არის უცვლელი და მუდმივი პროცესი, რომ სახელმწიფოები საერთაშორისო არენაზე იბრძვიან საერთაშორისო დომინაციისათვის. ამიტომ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს უკრაინაში განვითრებული მოვლენების შედეგი არ იქნება. უბრალოდ, ეს იქნება ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს იმ სახელმწიფოს, რომელიც გაიმარჯვებს უკრაინაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

trampi II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალ/ეს/ის მიერ.

(ნაწყვეტი)

* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".
8 თვის უკან