მიუნხენის „ბაიერნი“ შესაძლოა ზინედინ ზიდანმა ჩაიბაროს. ამის შესახებ Mundo Deportivo იტყობინება.
ესპანური გამოცემის თანახმად, მხარეები მჭიდროდ ურთიერთობენ და შეთანხმებაც ერთ ნაბიჯშია. დეტალები უცნობია, მაგრამ დიდი შანსია, ზიზუმ გერმანული გრანდი ჩაიბაროს.
აღსანიშნავია, რომ ზიდანი 3 წელია, რაც არ მუშაობს და საერთოდაც, „რეალის“ გარდა სხვაგან ნამუშევარი არ აქვს, „სამეფო კლუბი“ კი, 2021 წელს დატოვა.
„ბაიერნი“ თომას ტუხელის შემცვლელს ეძებს, რომელიც გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. სახელდებოდა იულიან ნაგელსმანის ვარიანტიც, მაგრამ ეს გამოირიცხა, რადგან მან გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი განაახლა.
ზიდანს „ბაიერნს“ აქამდეც უკავშირებდნენ, ესპანური მედიის ცნობით კი, დიდი შანსია, სწორედ ის გახდეს ბავარიელთა ახალი მწვრთნელი.