მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მილიონობით ადამიანიები ებრძვიან უთანასწორობას, რაც ძირითადად, გლობალური საკითხების თვალსაზრისით მოიცავს ქალებს. თანამედროვე სამყაროში არიან ადამიანები, მათშორის ვარსკვლავები, რომლებიც იყენებენ საკუთარ პლატფორმებს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც ახერხებს ქალის ფენომენის ზრდასა და განვითარებას გლობალურად. წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ქალებს, რომლებიც ქალთა უფლებების დასაცავად საჯაროდ იბრძვიან.
მეგან მარკლი
2020 წლის სექტემბერში მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ 130,000 დოლარი შეწირეს არაკომერციულ ორგანიზაციას CAMFED International, რომლის მიზანიცარის გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების განათლება და გაძლიერება აფრიკაში, კერძოდ, ზიმბაბვეში, ზამბიაში, ტანზანიაში, მალავისა და განაში. მარკლი ასევე ჩართულია გაეროს განვითარების პროგრამაში, კერძოდ United Nations Development Programme-ში. მეგანიასევე The Circle-ის მხარდამჭერია, რომელიც ქალთა ორგანიზაციების სახელით გენდერული თანასწორობის მისაღწევად იბრძვის.
ვიქტორია ბექჰემი
ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ქალი, რომელიც მსოფლიოში არაერთ ქალს და ბავშვს დახმარებია მომღერალი და დიზაინერი ვიქტორია ბექჰემია. ისიბრძოდა HIV-ისა და AIDS-ის წინააღმდეგ, რითიც ბავშვებისა და დედების განვითარებას უწყობდა ხელს. მან 2014 წელს საკუთარი გარდერობიდან 600-მდე კაბა გაყიდა mothers2mothers-ის კამპანიის დასახმარებლად, რომელიც დედიდან შვილზე აივ/შიდსის გადაცემის პრევენციას მოიცავს. ორგანიზაცია ასევე ეხმარება ორსულებსა და ახალბედა დედებს აიმაღლონ ცნობიერება HIV-ის შესახებ. 2016 წელს ბექჰემი ექვიაკენიას, როგორც UNAIDS-ის კეთილი ნების საერთაშორისო ელჩი, ის დღემდე აგრძელებს ამ ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც ებრძვიან აღნიშნულ პრობლემებს მთელს მსოფლიოში.
კრისტენ ბელი
2018 წელს მსახიობი გახდა პირველი გლობალურიბადვოკატი ქალთა მშვიდობისა და ჰუმანიტარული ფონდის WPHF. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ქალები უფრო მეტადიყვნენ ჩართული მშვიდობის მშენებლობაში. გაეროს კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია ქალის ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებაში, მით უფრო მაღალია მშვიდობის მაჩვენებელი. კრისტენი მუშაობს ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაზე მთელს მსოფლიოში. ისასევე მხარს უჭერს ორგანიზაციებს WomenHeart და SomalyMam Foundation.