“როდესაც ვემზადები იმისთვის, რომ შევაბიჯო 50-ე წელში, რა თქმა უნდა, ქუსლიანი ფეხსაცმელებით, ძალიან დიდ სიამაყეს და ბედნიერებას ვგრძნობ, რომ ნახევარი საუკუნე სწორედ ასე გამოვიარე. მიხარია, რადგან ჩემი ძირითადი მიზნები და სურვილები შევასრულე, მივაღწიე იმას, რისი მიღწევაც დიდი ხანი მინდოდა, არამხოლოდ, როგორც ქალმა, არამედ როგორც დიზაინერმა და ბრენდის დამფუძნებელმა.
ჩემი ამბიცია ყოველთვის ქალების მოტივაცია და მათი გაძლიერება იყო. ყოველთვის ვენდობოდი ჩემს ინსტინქტებს და ჩემს კრეატიულ ხედვას. ყოფილა შესაძლებელი იყო პოპ ვარსკვლავი, დედა, მეუღლე და დიზაინერი, შეძლო ოთხივე საქმე კარგად აკეთო.
ჩემი ოჯახი ჩემი ძალაა, მე ისინი მავსებენ ძალით. ჩემს ცხოვრებაში ახალი თავი იწყება, ამისთვის მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, თანამშრომლებს და ყველა გარშემომყოფს, რომელმაც მინიმალური წვლილი შეიტანა ჩემს წინსვლაში” – სწორედ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა საკუთარ სოციალურ გვერდზე.