12 აპრილს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, ქოაჩელა, დაიწყო. ფესტივალის პირველ დღის მთავარი გამომსვლელი ცნობილი მომღერალი ლანა დელ რეი იყო. მან სცენაზე ბილი აილიშიც გამოიყვანა და მომღერლებმა ერთად დელ რეის Video Games და ბილის Ocean Eyes შეასრულეს.
"ბილი თქვენი თაობის ხმაა. ძალიან ვამაყობ, რომ ახლა ჩემ გვერდით დგას და ჩემს საყვარელ სიმღერას ასრულებს", — თქვა ლანამ შესრულების შემდეგ.
ლანამ გამოსვლისას კოლაბორატორები, მომღერალი ჯონ ბატისტა და პროდიუსერი ჯეკ ანტონოვიც, გამოიყვანა. ჯონთან ერთად ვარსკვლავმა Candy Necklace შეასრულა. წლევანდელი ქოაჩელა გულგრილს არავის ტოვებს და ფესტივალზე როგორც ცნობილ მომღერლებს, ასევე, დამწყებ შემსრულებლებსაც ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ ფესტივალს არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრება, მაგალითად, 2016 წლის შემდეგ პირველად ქოაჩელაზე ტეილორ სვიფტი ვნახეთ. ფესტივალი 12-14 და 19-21 აპრილს გაიმართება.