ნუ დაიტოვებთ თავს ბედნიერების გარეშე – ეს რჩევაც არის და მოწოდებაც. ადამიანები ხშირად სწორედ თავად უშლიან ხელს საკუთარ ბედნიერებას.
იკითხავთ, როგორო... დავიწყოთ იმით, რომ ბედნიერების არ უნდა გეშინოდეთ; არ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ, თუ დღეს ბედნიერი ხართ, ხვალ, შეიძლება, ეს ბედნიერება გაგიქრეთ.
ნუ დაემალებით ბედნიერებას. დიახ, ასეც ხდება, თანაც, არცთუ იშვიათად. როცა შანსი გეძლევათ, გამოიყენეთ ის ყოველგვარი ყოყმანის, განსჯისა და ფიქრის გარეშე.
ნუ შექმნით ადამიანებისა და სიტუაციებისგან მონსტრებს. იქნებ, არც ისე რთულად არის საქმე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. გაიზიარეთ სხვისი სიხარული და ბედნიერება. არასდროს დაიბოღმოთ – ამით შანსს საკუთარ თავსაც მოუსპობთ და სხვასაც.
ბედნიერება იმასთან მიდის, ვინც მის მისაღებად არის მზად, ვინც იცის ბედნიერების ფასი და არ ეშინია მისი.
გათავისუფლდით წარსულის უსიამოვნო აჩრდილებისგან. ნუ გაიხსენებთ იმას, რაშიც ერთხელ არ გაგიმართლათ. ნუ მოექცევით სხვას ისე, როგორც არ გინდათ, რომ თავად მოგექცნენ და ყველაფერი გამოვა. ყველაფერი კარგად იქნება და ხვალ აუცილებლად თქვენც გაგიმართლებთ, რადგან ცხოვრებას ერთი შანსი მაინც ყველასთვის აქვს...