მზესთან უცხოპლანეტელების ხომალდი დააფიქსირეს

მზესთან უცხოპლანეტელების ხომალდი დააფიქსირეს

სწავლულები ვერ შეთანხმებულან, რას წარმოადგენს სინამდვილეში „მოსულთა ხომალდი“, რომელიც ცოტა ხნის წინ „ნასას“ ტელესკოპმა მზის ზედაპირთან ახლოს დააფიქსირა.

კადრები, რომლებზეც ბნელი პლანეტის მსგავსი ობიექტი თითქოს ძაფითაა დაკიდებული, მზის დინამიკის ობსერვატორიაშია გაკეთებული, შემდეგ კი გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრში დამუშავებული.

განსხვავებულია სწავლულების მოსაზრება. „ნასას“ თანამშრომელ ჯოზეფ გურმანსა და მის კოლეგას, ალექს იანგს მიაჩნიათ, რომ ესაა ნაკლებად შესწავლილი, მაგრამ საკმაოდ ხშირი მოვლენა – პროტუბერანეცი: შედარებით ცივი ნივთიერების მკვრივი კონდენსაცია, რომელიც მზის ზედაპირიდან ამოდის და კავდება მაგნიტური ველით.

„როდესაც პროტუბერანეცები ლივლივებენ მზის გვირგვინის ზემოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ეს-ესაა მოსწყდებიან მის ზედაპირს, როგორც ეს გააკეთა ამ პროტუბერანეცმა“, – განაცხადა გურმანმა.

იანგი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ სინამდვილეში, მზის დისკოსთან პროექტში პროტუბერანეცი გამოიყურება როგორც სფერო, ან შესაძლოა, როგორც გვირაბი.