სოხუმის ქუჩის N7-ში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდება

სოხუმის ქუჩის N7-ში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდება

დიდუბის რაიონის გამგეობა სოხუმის ქუჩის N7-ში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ეზოში მოწესრიგდება წყლისა და წყალარინების ქსელი, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობა უხვი ნალექის დროს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდგომ, გამგეობა აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარს მოაწესრიგებს.

სოხუმის ქუჩის N7-ში მცხოვრებ მოსახლეობას დღეს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, გამგეობის თანამშრომლებთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა და აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.