“ბიჭის სახელია კარდინალ მადენი, ბავშვის უსაფრთხოებისთვის არანაირ ფოტოს არ გავავრცელებთ” – კამერონ დიაზი

“ბიჭის სახელია კარდინალ მადენი, ბავშვის უსაფრთხოებისთვის არანაირ ფოტოს არ გავავრცელებთ” – კამერონ დიაზი

როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ ჰოლივუდის ვარსკვლავს, კამერონ დიაზს და მის მეუღლეს, ბენჯამინ მადენს ვაჟი შეეძინათ. წყვილმა ბიჭს კარდინალი დაარქვა, თუმცა სოციალურ ქსელში ფოტოები არ გაავრცელა და სხვებსაც იმავესკენ მოუწოდა.

”ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ, რადგან დაიბადა ჩვენი ბიჭი, კარდინალ მადენი. ის საოცარი ბავშვია, მისმა დაბადებამ უზომოდ გაგვაბედნიერა. ბავშვის უსაფრთხოებისთვის არანაირ ფოტოს არ გავავრცელებთ. ძალიან ბევრ სიყვარულს ვგრძნობთ თქვენგან და ამისთვის დიდი მადლობა” – განაცხადეს კამერონმა და ბენჯამინმა სოციალურ ქსელში.