Miu Miu-ს ბრენდის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი მიუჩია პრადა გასული წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული კოლექციის ავტორი და გავრცელებული ტენდენციების “ტრენდ სეტერი” გახლდათ.
მიუჩია პრადა ბრენდის სახით 90-იანი წლებიდან მოყოლებული მომხმარებელს ყოველთვის მრავალფეროვან სამოსს სთავაზობს, იქნება ეს ინოვაციური სტილი, თუ ტრადიციული. ამჯერად, ჩანთების ახალ კამპანიაში დიზაინერმა ჯიჯი ჰადიდის დახმარებით 1930-იანი წლების ესთეტიკა გააღვიძა.