მეცნიერებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო ახსნეს

მეცნიერებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო ახსნეს

ტრადიციული წარმოდგენები იმის შესახებ, რომ დიდხანს ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებიც გაჭირვების დროსაც ინარჩუნებენ ოპტიმიზმს და სიმშვიდეს, ზომიერად მუშაობენ, არასწორია, ასეთი დასკვნა გამოიტანეს მეცნიერებმა, რომლებმაც 1921 წლიდან შეგროვილი მონაცემები განიხილეს.

ამ კვლევებით აღმოჩნდა, რომ ადამიანები იუმორის გრძნობით, როგორც წესი, დიდხანს ვერ ცხოვრობენ. ისინი გულგრილები არიან ცხოვრებისეული სიტუაციების მიმართ და შესაბამისად ხშირად რისკავენ. ხანგრძლივი სიცოცხლისთვის უფრო სასარგებლო ყოფილა ხასიათის ისეთი შტრიხი, როგორიცაა წინდახედულობა და რეალიზმი – გაუთავებელი ოპტიმიზმის ნაცვლად.

სწავლულთა ძირითადი დასკვნები ასეთია:

ქორწინება შეიძლება სასარგებლო იყოს მამაკაცებისთვის, ქალებზე ის არ აისახება;

ხანგრძლივად ის მამაკაცები ცოცხლობენ, რომლებიც ხანგრძლივ ქორწინებაში არიან ერთსა და იმავე ადამიანთან;

მამაკაცები, რომლებიც არ ყოფილან ქორწინებაში, უფრო მეტხანს ცოცხლობენ იმათთან შედარებით, რომლებმაც მეორედ იქორწინეს, – მნიშვნელოვნად მეტხანს კი – განქორწინებულთან შედარებით;

ქალების ჯანმრთელობაზე ნაკლებად მოქმედებს განქორწინება;

ადამიანს სიცოცხლეს ნამდვილად არ უხანგრძლივებს მუშაობა ქანცის გაცლამდე, თუმცა, მუდმივად მომუშავე ორივე სქესის ადამიანები გაცილებით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც ნაკლებს მუშაობენ;

სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უარყოფითად მოქმედებს სწავლის დაწყება ადრეულ ასაკში – ბავშვს სიცოცხლისუნარიანობისთვის მეტი დრო სჭირდება თანატოლებთან ურთიერთობისა და გართობისთვის;

ნაკლებს ცოცხლობენ შეიარაღებულ ქმედებებში მონაწილეები;

ჯანმრთელობისთვის ყველაზე ეფექტურია მონაწილეობა სოციალურ ურთიერთობებში;

უმრავლეს შემთხვევაში, ადამიანის ჯანმრთელ თუ არაჯანმრთელ ცხოვრების წესს მისი გარემო განსაზღვრავს.