ცუნამი ხმელთაშუაზღისპირეთსაც დაემუქრება

ცუნამი ხმელთაშუაზღისპირეთსაც დაემუქრება

ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნები, ეგვიპტის ჩათვლით, უახლოეს სამ წელიწადში დამანგრეველი ცუნამის წინაშე აღმოჩნდებიან, – ასეთი გაფრთხილება მიიღეს მათ ეგვიპტელი და იტალიელი სწავლულებისგან.

მათი მონაცემებით, სამი კუნძულის – კვიპროსის, როდოსისა და კრეტის რაიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ცუნამი და ზღვისპირა ქალაქებს თავს მრავალმეტრიანი ტალღები დაატყდება.

ეგვიპტის მთავრობამ სწავლულთა დასკვნები უკვე განსახილველად გამოიტანა. უახლოეს დღეებში კი თათბირს კრიზისული სიტუაციების საგანგებო ცენტრიც გამართავს.

„ეს ნამდვილად არ არის მოულოდნელი წინასწარმეტყველება. პლანეტაზე მიწისძვრების ისტორიის შესწავლის პროცესში უკანასკნელი 4 ათასი წლის განმავლობაში სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეგვიპტე 21-ჯერ უკვე დაზარალდა ცუნამით, რომლებიც მიწისქვეშა ბიძგებისგან იყო წარმოშობილი. მხოლოდ მეოცე საუკუნეში, ქვეყნის ტერიტორიაზე 52-ჯერ დაფიქსირდა მიწისძვრის ბიძგები, რომელთა ეპიცენტრი სწორედ ზღვაში იყო“, – განაცხადა ქაიროს ასტრონომიისა და გეოფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, სესმოლოგიური პროცესების შემსწავლელმა სპეციალისტმა პროფესორმა აჰმად ალი ბადუიმ.