ქართველი კომენტატორების

ქართველი კომენტატორების "მარგალიტები"

ფეხბურთის ქართველი ქომაგები, რომლებიც რეგულარულად ადევნებენ სხვადასხვვა ტელეარხზე ამა თუ იმ ტრანსლიაციას თვალს, ხშირად აფიქსირებენ საინტერესო ფრაზებს, რომლებსაც სპორტის კომენტატორები წარმოთქვამენ.

ინტერნეტსივცეში მრავლად მოიპოცება დიმიტრი ობოლაძის, დავით მინაშვილისა და სანდრო ცნობილაძის გამონათქვამები, რომლებიც მალევე ხდება პოპულარული; განსაკუთრებით კი ფორუმებზე.

წარმოგიდგენთ სხვადასხვა ინტერნეტმომხმარებლების მიერ, სხვადასხვა დროს დაფიქსირებულ საინტერესო ფრაზებს.

დიმიტრი ობოლაძე

- ისეთი დაძაბული თამაშია, რომ მეც კი ვუშვებ შეცდომებს!
- როცა მესი არ თამაშობს, ბარსელონას რაღაც აკლია და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს რაღაც სწორედ მესია.
- ტრეზეგეს თავზე ორთქლი ასდის. არა, ბოლი… უკაცრავად – ოხშივარი.
- გრონკიაერმა ისე შეაშინა რომა, რომ ერთხელ გოლიც კი გაუტანა.
- მთელი ღამის განმავლობაში არავინ დაუკავებიათ მთელს გერმანიაში, თუმცა დორტმუნდში სამასამდე პოლონელი დააპატიმრეს.
- პინტომ სკამიდან წითელი მიიღო და მოედანზე რომ ყოფილიყო რას იზამდა!
- მე შეგნებულად არ გეუბნებით ინტერი-სპორტინგის მატჩის ანგარიშს, რადგან ამ თამაშს მოგვიანებით იხილავთ ჩვენს ეთერში. და აი, ინტერმა გაუტანა სპორტ… უკაცრავად, წამომცდა.
- დესაიმ იმდენი ირბინა დღევანდელ მატჩში, რომ თავზე კვამლი ასდის.
- სამწუხაროდ, რობენს ჩვენ დღეს ვერ ვიხილავთ – მას წინა კიდურების ტრავმა აქვს.
- ჩელსის კარში ბურთი ალბათ, უბედური შემთხვევის შედეგად გავიდა.
- კარი რომ ცოტა გვერდზე ყოფილიყო, შესანიშნავი იქნებოდა.