კარაგერი: „ლივერპულმა“ უნდა დაივიწყოს ევროპა ლიგა და ყურადღება გაამახვილოს პრემიერლიგაზე“

კარაგერი: „ლივერპულმა“ უნდა დაივიწყოს ევროპა ლიგა და ყურადღება გაამახვილოს პრემიერლიგაზე“

„ლივერპულის“ ყოფილი მცველი, ახლა კი საფეხბურთო ექსპერტი ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ მერსისაიდელებმა ევროპა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში „ატალანტასთან“ (0:3) წაგების შემდეგ უპირატესობა ინგლისის პრემიერლიგის მატჩებს უნდა მიანიჭონ.

„საშინელი შედეგი, საშინელი თამაში. „ლივერპულისთვის“ ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ საპასუხო შეხვედაში მეორე გუნდით ითამაშონ და ინგლისის პრემიერლიგის თამაშებზე სრულად კონცენტრირდნენ“, - წერს ტვიტერზე კარაგერი

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ატალანტას“ მატჩი გუშინ, 11 აპრილს გაიმართა „ენფილდზე.“ „ატალანტას“ თავდამსხმელმა ჯანლუკა სკამაკამ დუბლი შეასრულა. 83-ე წუთზე კი მარიო პაშალიჩმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 0:3.

საპასუხო თამაში 18 აპრილს ბერგამოში გაიმართება.