ნეტფლიქსის ცნობილი სერიალის, Bridgerton-ის, გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება! შოუ მაყურებლებს მესამე სეზონით უბრუნდება, რომელიც კოლინისა და პენელოპის სიყვარულის ისტორიას შეეხება. ნეტფლიქსმა ახალი სეზონის ტრეილერი ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
Bridgerton-ის ინსპირაცია ჯულია ქუინის ბრიჯერტონების ოჯახზე შექმნილი რომანების სერია გახდა. თითოეული სეზონი ოჯახის და-ძმებიდან ერთ-ერთის სასიყვარულო ისტორიაზე მოგვითხრობს. სერიალის აღმასრულებელი დირექტორი გრეის ანატომიის შემქმნელი შონდა რაიმსია.
შოუს ერთგულმა მაყურებლებმა უკვე იციან, რომ პენელოპის კოლინი პირველივე სეზონიდან მოსწონდა, თუმცა ბრიჯერტონი მას მხოლოდ მეგობრობით პასუხობდა. სწორედ ამის გამო, მე-3 სეზონის დასაწყისში პენელოპი კოლინის დავიწყებას და საქმროს პოვნას გადაწყვეტს, რათა სახლს მოშორდეს და ორმაგი ცხოვრება თავისუფლად გააგრძელოს.
ჩანს, რომ პენელოპის კოლინთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და მას იმასაც ახსენებს, რომ 2 წელია საქმროს პოვნას უშედეგოდ ცდილობს, ბრიჯერტონს კი მისთვის რომანტიკული თვალით არასოდეს შეუხედავს, პირიქით — ეს იდეა მასხრადაც აიგდო. პენელოპის გულის მოსაგებად კოლინი მას საქმროს პოვნაში დახმარებას სთავაზობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თანდათან ნათელი ხდება, რომ ბრიჯერტონის გრძნობები პენელოპის მიმართ მეგობრული სულაც არაა.
ამ სეზონში მსახიობების უმეტესობას კვლავაც ვიხილავთ, თუმცა ფიბი დინევორი, რომელიც აქამდე დაფნი ბრიჯერტონის როლს ასრულებდა, ამჯერად აღარ დაბრუნდება. ასევე, გუნდს მსახიობები დენიელ ფრენსისი და სემ ფილიპსი შეუერთდებიან.
Bridgerton-ის მე-3 სეზონის პირველი ოთხი სერიის პრემიერა 16 მაისს შედგება, დანარჩენ ოთხს კი 13 ივნისს ვიხილავთ.