მომღერალ კელვინ ჰარისის ცოლი გამოტყდა, რომ ქმრის არყოფნაში ტეილორ სვიფტის სიმღერებს უსმენს. ჰარისი და სვიფტი ერთმანეთს 2015-2016 წლებში რამდენიმე თვე ხვდებოდნენ. ჰარისის ცოლი, ვიკ ჰოუპი ამბობს, რომ კელვინის წასვლას ელოდება ხოლმე, რომ ქმრის ყოფილი შეყვარებულის მუსიკა ჩართოს.
"როგორც კი, ჩემი ქმარი სადმე მიდის, ტეილორ სვიფტის მოსმენას ვიწყებ. რამდენიმე სიმღერას ვრთავ, რომ დანაკლისი შევივსო", — ამბობს ვიცი.
კელვინისა და ტეილორის ურთიერთობას დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჰარისისა და რიანას ცნობილი სიმღერის This is What You Came For თანაავტორი ტეილორიც იყო, თუმცა ფსევდონიმის ქვეშ წერდა.
ვიკ ჰოუპი ერთადერთი სულაც არაა, ვისაც ტეილორის მუსიკა იმის მიუხედავად უყვარს, რომ სვიფტი მისი ქმრის ყოფილი შეყვარებული იყო. მაგალითად, მსახიობი ტეილორ ლოტნერი და სვიფტი ერთმანეთს 2009 წელს ხვდებოდნენ. ლოტნერის ცოლი, რომელსაც ასევე ტეილორი ჰქვია, სვიფტის დიდი ფანია და პოპვარსკვლავთან მეგობრული ურთიერთობაც კი აქვს. ლოტნერმა და სვიფტმა ერთად ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეოც გადაიღეს, ხოლო გადაღებების დროს სამმა ტეილორმა ადამიანი-ობობას ცნობილი მიმი გააცოცხლა.
ამასთან, სამეფო კარის თამაშების მსახიობი სოფი ტერნერი ჯო ჯონასთან დაშორების შემდეგ ჯოს ყოფილ ტეილორ სვიფტთან ერთად გამოჩნდა. სვიფტს და ტერნერს აქამდეც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, სოფი სვიფტის კონცერტზეც იყო, თუმცა ფანები ამ სიახლემ მაინც გააკვირვა. მათი თქმით, ვარსკვლავები ერთმანეთს საერთო ყოფილ შეყვარებულზე/ქმარზე სალაპარაკოდ შეხვდნენ. ტეილორი და ჯო ჯონასი ერთმანეთს თინეიჯერობის პერიოდში ხვდებოდნენ.