„ბარსელონას“ ესპანელმა გარემარბმა ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული მიღწევა დააფიქსირა - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta Sport.
იამალი, რომელიც პსჟ-სთან პირველ მატჩში (3:2) კატალონიური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, მეოთხედფინალური მატჩების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა (ჩემპიონთა ლიგა/ევროპის ჩემპიონთა თასი).
თამაშის დროს ესპანელი 16 წლისა და 272 დღის იყო. ფეხბურთელმა მოედანზე 61 წუთი გაატარა და შედეგიანი ქმედება არ ჰქონია.
წინა რეკორდი „ლიონის“ ფორვარდ რაიან შერკის (17 წელი და 2 დღე) ეკუთვნოდა და 2020 წელს დაფიქსირდა.
16 წლის იამალმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა ყველა ტურნირზე, ექვსი ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.