მამუკა მდინარაძე: ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდევ, რომ პოლიტიკაში რაც არ უნდა „გამაზოს“, როგორც ჟარგონულად იტყვიან ხოლმე, მაინც გვეყვარება ყველას

მამუკა მდინარაძე: ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდევ, რომ პოლიტიკაში რაც არ უნდა „გამაზოს“, როგორც ჟარგონულად იტყვიან ხოლმე, მაინც გვეყვარება ყველას

ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდევ, რომ აწი პოლიტიკაში რაც არ უნდა „გამაზოს“, როგორც ჟარგონულად იტყვიან ხოლმე, მაინც გვეყვარება ყველას, ყველა ქართველს და მაინც მაგარი კაცი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ქოჩორაშვილის მხარდამჭერი იქნება ცხოვრების ბოლომდე.

„გიორგი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი მაგარი ფეხბურთელია, ისეთი მაგარი პენალტი გაიტანა და ისეთი ისტორია შექმნა, პოლიტიკაში მომავალში რაც არ უნდა „გამაზოს“, არასწორი მესიჯი რომ გაახმოვანოს, ეს არ ყოფილა, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, პირადად მე, მისი გულშემატკივარი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე. როგორც გავიგე, დის შვილის ფოტო დადო, რაც მინიშნებად მიიღეთ და აჟიტირდით მთელი „ნაცმოძრაობა“, მაგრამ კიდეც რომ მართლა მინიშნება ყოფილიყო, მაინც მისი მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე. პერსონალურადაც და ნაკრების ყველა ფეხბურთელის. იქ ვიღაცა ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ვიღაცა - არა, საერთოდ არ მაინტერესებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იმ სიბინძურეში, რასაც შავი ფულისთვის ბრძოლა ჰქვია, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შელახვისთვის ბრძოლა ჰქვია, ამ ხალხს ნუ გავრევთ. ახლა რაც შეეხება მამას [გიორგი ქოჩორაშვილის მამა] თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მაშინ მეც ვეთანხმები, რომ „ნაცმოძრაობაა“. მაგრამ მამა, დედა, ბებია, ბაბუა სადაც არ უნდა იყოს პარტიაში, კი არა თვითონ ფეხბურთელიც კი რაღაც წარმოდგენის რომ იყოს პოლიტიკური, ჩვენთვის მისაღების თუ მიუღებელია, ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული მათგანის გულმხურვალე მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.