ამ კანონზე უკვე ბევრი ილაპარაკეს და ყველასთვის ცნობილია, რომ ის რუსულია - პროფესორ თეიმურაზ პაპასკირის პასუხი შეკითხვაზე - გამჭვირვალობის კანონის კონკრეტულად რომელი პუნქტია რუსული და რატომ

ამ კანონზე უკვე ბევრი ილაპარაკეს და ყველასთვის ცნობილია, რომ ის რუსულია - პროფესორ თეიმურაზ პაპასკირის პასუხი შეკითხვაზე - გამჭვირვალობის კანონის კონკრეტულად რომელი პუნქტია რუსული და რატომ

ამ კანონზე უკვე ბევრი ილაპარაკეს და ყველასთვის ცნობილია, რომ ეს კანონი რუსულია, - ასე უპასუხა პროფესორმა თეიმურაზ პაპასკირმა „იმედინიუსის“ შეკითხვას, „გამჭვირვალობის კანონის“ კონკრეტულად რომელი პუნქტია რუსული და რატომ.

„ამ კანონზე უკვე ბევრი ილაპარაკეს და ყველასთვის ცნობილია, რომ ეს კანონი რუსულია, იმიტომ, რომ ასეთი ფორმულირებით ის მოქმედებს მხოლოდ სამ ქვეყანაში - რუსეთში, ყირგიზეთში და ელ სალვადორში. არა რომელიმე კონკრეტული პუნქტი, მთელი კანონი ამ ფორმით მოქმედებს მხოლოდ სამ ქვეყანაში, სხვაგან არსად ასეთი რამ არსებობს. რაც გინდათ, ეძახეთ - ევროპული ან ამერიკული, იქ ასეთი ფორმულირებები არ არსებობს“, - აღნიშნა თეიმურაზ პაპასკირმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ თსუ-ის პროფესორი თეიმურაზ პაპასკირი ხეებზე გაკრულ, „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ შესახებ საინფორმაციო პლაკატებს ხევს.