მამუკა მდინარაძე: მტრული ქმედებებია, როდესაც აფინანსებ „კანვასის“ ტრენინგებს, „სირცხვილიას“, „დროას“, „ფრანკლინის კლუბს“, რევოლუციას, ლგბტ პროპაგანდას, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული მოქმედებები

მამუკა მდინარაძე: მტრული ქმედებებია, როდესაც აფინანსებ „კანვასის“ ტრენინგებს, „სირცხვილიას“, „დროას“, „ფრანკლინის კლუბს“, რევოლუციას, ლგბტ პროპაგანდას, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული მოქმედებები

მტრული ქმედებებია, როდესაც აფინანსებ „კანვასის“ ტრენინგებს, „სირცხვილიას“, „დროას“, „ფრანკლინის კლუბს“, რევოლუციას, ლგბტ პროპაგანდას. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული მოქმედებები და ამიტომ არის ამხელა ლობიზმი ჩართული ამაში, რომ ეს არ გამოაშკარავდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ფინანსები, რომელიც ძალიან კარგი საქმისთვის მიემართება, მხოლოდ მადლობას იმსახურებს.

„ნაცმოძრაობის“ აგენტურამ, გახარიებმა და სხვებმაც დაიწყეს ერთ ხმაში ამ თემაზე საუბარი, ამ კანონით მტერს და მოყვარეს ერთ ქვაბში ყრიანო. ასეთი მავნებლური მესიჯი მოიფიქრეს ახლა. ჯერ ერთი ამერიკულ, ევროპულ კანონმდებლობაში ასეთი ერთი ქვაბია, ასე თუ მივუდგებით ამ მანიპულაციასა და სიბინძურეს, მაგრამ ამასაც თავი რომ დავანებოთ, დიახ, მტრულად მოქმედებს ის, ვინც აფინანსებს „კანვასის“ იმ ტრენინგებს რევოლუციის შესახებ, ვინც აფინანსებს სირცხვილია იმ რევოლუციურ გეგმებში, ვინც აფინანსებს „დროას“ იმის მიუხედავად, რას კადრულობენ და იმის მიუხედავად, რუსეთიდან ათეულობით ათასი დოლარით არის ამავდროულად დაფინანსებული. დიახ, ყველა მტრულ მოქმედებაშია, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან, ყველა მტრულ მოქმედებებშია ჩართული, ვინც „სირცხვილიას“, „დროას“, „ფრანკლინის კლუბს“, რევოლუციურ გეგმებს, ლგბტ პროპაგანდას, იდენტობის წინააღმდეგ პროპაგანდას, ეროვნულობის წინააღმდეგ პროპაგანდას, ასეთ მოქმედებებს და რევოლუციურ გეგმებს ვინც აფინანსებს, ყველას ვადანაშაულებ. პირდაპირ ხელს ვადებ იმაში, რომ ისინი არიან საქართველოს წინააღმდეგ მტრული მოქმედებების დამფინანსებლები. ის ფინანსები, რომელიც ძალიან კარგი საქმისთვის მიემართება, მხოლოდ მადლობას იმსახურებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.