„ჯოკერის“ გაგრძელების პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

„ჯოკერის“ გაგრძელების პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

კინოკომპანიამ Warner Bros. Pictures ტოდ ფილიპსის ფილმის „ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის“ პირველი თრეილერი წარადგინა.

ჯოკერის როლს სურათში ხოაკინ ფენიქსი დაუბრუნდა. ფილმში ასევე თამაშობს ლედი გაგა, რომელიც ჯოკერის შეყვარებულის, ჰარლი ქუინის როლს ასრულებს. ცნობილია, რომ „სიგიჟე ორისთვის“ მიუზიკლი იქნება.

„ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის“ ეკრანებზე 2024 წლის 4 ოქტომბერს გამოვა. პირველი „ჯოკერი“ 2019 წელს გამოვიდა და მსოფლიო გაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ხოაკინ ფენიქსმა ჯოკერის როლისთვის „ოსკარი“ მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“.