რა დაუწუნა „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა და რატომ უწოდა მას რუსული

რა დაუწუნა „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა და რატომ უწოდა მას რუსული

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი ერთ-ერთი სპექტაკლის დასრულებისას სიტყვით გამოვიდა. ბეშიტაიშვილმა კანონპროექტს რუსული უწოდა და მის საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

„ქრონიკა“ დავით ბეშიტაიშვილს დაუკავშირდა შეკითხვით - რატომ უწოდებს რუსულს და კონკრეტულად რა არის რუსული აღნიშნულ კანონპროექტში, თუმცა, მსახიობიც ტრადიციულ ნარატივს იმეორებს, საკითხზე ზოგადად საუბრობს და შეკითხვებს კონკრეტულ პასუხს ვერ სცემს.

„ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანამ პროტესტი გამოთქვა ამ კანონის წინააღმდეგ“, - განუცხადა „ქრონიკას“ მსახიობმა.

შეკითხვას, რატომ მოუწოდებენ საქართველოს არ მიიღოს აღნიშნული კანონი, როდესაც ის სხვა ქვეყნებში მოქმედებს, ბეშიტაიშვილი პასუხობს, რომ შეკითხვა არ ესმის.

ცუგო- ასეთი ხალხი სინამდვილეში საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიდიან ნებსით თუ უნებლიედ!
ბოლო კითხვაზე პასუხი ზუსტად გაუცია, "არ ესმის" ... და შეეკითხე თუ გინდა...
5 თვის უკან