საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპაში სრულმასშტაბური კონფლიქტი აღარ არის ფანტაზია და ევროპელებმა უნდა იპოვონ ახალი გზები, რათა ფინანსურად მოემზადონ კონტინენტზე პოტენციურად ფართო ომისთვის.
„ომი, რა თქმა უნდა, ჩვენ ირგვლივაა. მაღალი ინტენსივობის, კონვენციური ომი ევროპაში აღარ არის ფანტაზია. რუსეთი ევროპას უკრაინაში ომითა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმებით ემუქრება. [ომი] ხვალ არ დაიწყება, მაგრამ რეალობას ვერ უარვყოფთ“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.