„კონსერვატიულ მოძრაობას“, „ალტ-ინფოს“ ვურჩევ, რომ დოკუმენტები შეავსონ სწორად, თუკი ამას ვერ გააკეთებენ, მერე ჩვენზე ბრაზს თავი დაანებონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში „ნაცმოძრაობაც“ კი ახერხებს, რომ დოკუმენტები სწორად შეავსოს.
„საქართველოში, „ნაცმოძრაობაც“ კი პარტიაა ჯერ კიდევ და ახერხებენ დოკუმენტები შეავსონ სწორად. პირდაპირ ვამბობ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, ჩემთვის იქნებოდა ერთ-ერთი კარგი დღე, თუ რამე შეცდომა ექნებოდათ დოკუმენტებში და ეს იქნებოდა ლეგიტიმური და კანონიერი საფუძველი, რომ ისინი, როგორც პარტია რეგისტრაციაში ვერ მოხვედრილიყვნენ. ახლა ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ ვიღაცებმა რაღაცის შევსება არ იციან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.