დავით ქართველიშვილი „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე: დაფუძნების სტადიაზე თუ გიჭირს, ქვეყნის მართვის პრეტენზიაზე რაღა მოგახსენოთ

დავით ქართველიშვილი „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე: დაფუძნების სტადიაზე თუ გიჭირს, ქვეყნის მართვის პრეტენზიაზე რაღა მოგახსენოთ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება იმ ინფორმაციას, რომ „კონსერვატიულ მოძრაობას“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია გააუქმა.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, თუ „ალტ-ინფომ“ იმ მარტივი დეტალების გათვალისწინება ვერ მოახერხა, რაც პარტიის დარეგისტრირებას სჭირდება, ქვეყნის მართვაზე პრეტენზია მით უმეტეს არ უნდა ჰქონდეს. 

„ხალხის ძალის“ პარტიად დარეგისტრირების დროს ყველა დეტალი გავითვალისწინეთ: დამფუძნებელთა კრება (ყრილობა), დელეგატების სიების შედგენა, წესდების წარდგენა, პოლიტსაბჭოს არჩევა, ლოგოს დამტკიცება, მოწვეული ნოტარიუსი და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი პროცედურაა მთელს მსოფლიოში. არა მგონია, გვატყუებდეს ვინმე, მაგრამ დავიჯერო, „კონსერვატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა დამფუძნებელ ოქმს ხელი არ მოაწერა, წესდებას მხოლოდ კრების თავმჯდომარემ მოაწერა ხელი, ყრილობის წევრთა სია მათ პირად მონაცემებს არ მოიცავდა, წესდებაში და თანდართულ დოკუმენტაციაში „არაერთგვაროვან“ სახელწოდებებს ჰქონდა ადგილი, პარტიის ლოგოს ესკიზი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აცდენილი იყო, ხელმძღვანელ ორგანოდ პარტიის ყრილობა არ განისაზღვრა, წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებდა და ა.შ.? იმედია, ქართულად, მამა-პაპურად მაინც აღნიშნეს პარტიის დაფუძნება. ჩვენ ესეც ვერ მოვახერხეთ - დიდი მარხვის პირველი დღე იყო. სამაგიეროდ - პარტია ვართ. მოკლედ, მიძნელდება კომენტარის გაკეთება. დაფუძნების სტადიაზე თუ გიჭირს, ქვეყნის მართვის პრეტენზიაზე რაღა მოგახსენოთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

Aburjga Tasmanieli რა უჭირს დაფუძნების სტადიაზე, რას ბოდავ?! არ გრცხვენია ამხელა განათლებულ კაცს? არა და რა კარგი წარმოდგენა მქონდა თქვენზე?! საკვირველია პირდაპირ? რას ბოდავთ? მაგას ვინ დაიჯერებს?! 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა პარტია, ათიათასობით მომხრე შეიძინა იმის შემდეგ და ახლა როცა 50 ათასი ხელმოწერა ჩააბარა საარჩევნო სუბიექტად დასარეგისტრირებლად ახლა აღმოაჩინეთ, რომ დოკუმეტები არასწორად იყო გაფორმებული და მაინც დაარეგისტრიეთ?! რატომ, რისთვის, საჯარო რეესტრმა ქრთამი აიღო თუ აშშ დემოკრატიულმა პარტიამ გაუწია ალტ-ინფოს რეკომენდაცია?! მაგას ვინ დაგიჯერებს "ჩემო ბატონო"? თუ რაიმე იყო გასაუქმებელი, გაგეუქმებინათ საჯარო რეესტრი?! ალტ-ინფოს ხომ არ დაუშვია შეცდომა? თუ შეცდომა დაუშვა საჯარო რეესტრმა პასუხი საჯარო რეესტრმა აგოს და არა ერთადერთმა ნამდვილმა პოლიტიკურმა პარტიამ! თუ რეგისტრაციისას დოკუმენტებში შეცდომა იყო რომელიც მაშინ ვერ შეამჩნიეთ, მიგეცათ მითითება და ვადა 3 დღე, 1 კვირა, გამოასწორებდნენ! რა ნამუსი და რა წესი იყო რომ გაუქმების ამბავი ტელევიზორით გამოუცხადეთ, ნამუსი არ გაქვთ, ყველანი ლგბტ ხროვის წევრები ხართ?!
1 წლის უკან
თომა რატომ გიკვირთ? ესეც ჩვეულებრივი სექტანტია, უბრალოდ ქოცების მხარეს არაფრით განსხვავდება, ბატიაშვილისგან ან ფხალაძესგან, რიგითი ფარისეველია, თანამედროვე ( სადუნ მაკაბერდელებით"
1 წლის უკან
თომა თანამედროვე " სადუნ მაკაბერდელი" სავსეა ამის ნაირებით ქართული პოლიტიკა, არანაირი განსხვავება, მხოლოდ პირველი ვინ იქნება ქვეყნის ჭამაში იმაზე ვერ რიგდებია ფარისეველთა ჯოგი. ორივეს ფეხზე ჰკიდია ეს ქვეყანა და აქ მცხოვრები ხალხი.
1 წლის უკან
თომა ნაძირალა ხარ პატივცემულო (დავით მედროვე) სადუნ მაკაბერდელო!.
1 წლის უკან