სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ბანერები წარწერებით: “არა რუსულ კანონს!“, „კი ევროკავშირს”, “ისევ გავიმარჯვებთ”.
როგორც „ქრონიკის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, შეკრებილები „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.