ახლახან პარიზში Challengers-ის პრემიერა გაიმართა, რომელშიც მთავარ როლს ზენდეია ასრულებს. წითელ ხალიჩაზე მისული მსახიობი კი ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა, რადგან ერთ-ერთმა ფანმა გადაწყვიტა, რომ ზენდეიასთვის გიგანტური კრუასანი ეჩუქებინა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ ჩუქნიან ზენდეიას გიგანტურ კრუასანს. მართალია, მსახიობი ასეთ საჩუქარს არ ელოდა, თუმცა არ დაიბნა და კრუასანთან ერთად იპოზიორა კიდეც. ზენდეიამ ფანს მადლობა გადაუხადა და ავტოგრაფებიც დაარიგა, შემდეგ კი წითელ ხალიჩაზე შეკრებილ ადამიანებს კრუასანის გასინჯვაც შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ Challengers-ში ზენდეია ცნობილი ჩოგბურთელის, ტაში დუნკანის როლს თამაშობს, რომელიც თავისი კარიერის მწვერვალზე ყოფნისას ტრავმას მიიღებს და თამაშს თავს ანებებს, პარალელურად კი, იმდროინდელ შეყვარებულთან, ასევე ჩოგბურთელთან, ურთიერთობას გაწყვეტს. ფილმში ზენდეიასთან ერთად მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები მაიკ ფეისტი და ჯოშ ო'კონორი ასრულებენ. ფილმის მაყურებელი კი ტენისის სამყაროშიც იმოგზაურებს და მთავარი გმირების ქაოტურ რომანტიკულ ურთიერთობებსაც იხილავს.
Challengers-ის მსოფლიო პრემიერა 26 აპრილს შედგება.