ჯონ ტინისვუდი ინგლისის საგრაფო მერსისაიდიდან მსოფლიოს უხუცესი კაცი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 111 წლის კაცი, რომელიც მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს, ყველას ურჩევს „ავარჯიშონ ტვინი“ და ყველაფერში „ზომიერება“ გამოიჩინონ. თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობას ის კვირაში ერთხელ ტრადიციული ბრიტანული კერძის - „ფიშ ენდ ჩიფსის“ დაგემოვნებითა და ახალგაზრდობაში რეგულარული ლაშქრობებით ხსნის.
ტინისვუდი 1912 წლის 26 აგვისტოს, საუსპორტში დაიბადა. 1942 წელს მან თავის ერთადერთ მეუღლეზე, ბლოდვენზე იქორწინა. წყვილს ერთი ქალიშვილი - სიუზანი ჰყავდა.
მსოფლიოს უხუცესი კაცის დამადასტურებელი სერტიფიკატი გინესის რეკორდების წარმომადგენლებმა ტინისვუდს 4 აპრილს გადასცეს. მანამდე მსოფლიოს უხუცესი კაცის ტიტული ვენესუელელ ხუან ვისენტე პერეს მორას ეკუთვნოდა, რომელიც სამშაბათს, 114 წლისა გარდაიცვალა.